ახალი ამბები
დიდ დიღომში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი მკურნალობას კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



„პაციენტს კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია და წვივის ძვლის მოტეხილობა. ამჟამად პაციენტი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია“ – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. დაიწვა 1800 კვ მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.


ხანძრის ამსახველ ფოტოებს ინტერპრესნიუსი ავრცელებს,იხილეთ ფოტოკოლაჟი










 

Print