ახალი ამბები
სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია ბორჯომში
ბორჯომში, ე.წ  "სილამაზის" ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ქვეითად მოსიარულეებისათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე ,თუმცა დაგეგმილია ხიდის საავტომობილო ნაწილის კეთილმოწყობა,სამღებრო ნამუშაოები და განათების განახლება.ხიდის რეაბილიტაციისთვის ბორჯომის ბიუჯეტიდან  40 000 ლარი დაიხარჯება.სამუშაოებს შპს "მშენებელი 2012" ასრულებს.

შეგახსენებთ,რომ სილამაზის ხიდის კეთილმოწყობის სამუშაოები 2 წლის წინ მერიას 113 000 ლარი დაუჯდა.ხიდი, რეაბილიტაციის დასრულებიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს "პემის" წინააღმდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივი დავა სამუშაოების უხარისხოდ შესრულების საფუძვლით წამოიწყო,თუმცა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბორჯომის მერიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც სამართლებრივი დავა ამ დრომდე გრძელდება.


FaceBook Twitter
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810