საზოგადოება
პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება
ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს. სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები საზოგადოების მწვავე განხილვის საგანია და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება. ნათია იორდანიშვილმა მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა,მისი განცხადებით სანიტარული ჭრების დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა.ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.რის შემდეგაც, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლად იქნება შესამჩნევი.მბეჭდავ-ქერქიჭამისათან საბრძოლველად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში ხდება მავნებლის შეგროვება და განადგურება. სატყეო სააგენტო აცხდებს,რომ აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც.


Print