ახალი ამბები
კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის შეხვედრა ბორჯომში
ბორჯომში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით  კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის (CCC Network) 3 დღიანი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს 10 რეგიონში მომუშავე 33 ორგანიზაცია იღებს.შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, ადგილებზე სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის ეს რიგით მეორე შეხვედრაა.ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში ,მონაწილე ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით პროექტში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები: ქსელის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები,მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებში, ჩაატარებენ ადვოკატირებისა და მედია კამპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაფუძნდება 10 სოციალური საწარმო.

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ხორციელდება "ASB საქართველოს“ მიერ. პროექტს ადგილზე ახორციელებენ საქველმოქმედო ჰუმანიტარულიცენტრი ,,აფხაზეთი’’ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF).პროექტის დონორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.


Print