ახალი ამბები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის სოფლებში შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. პროგრამისთვის პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით,

დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩა.

ე.წ "სოფლის კრებები" დასრულდა ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც.მერის მოადგილის განცხადებით სოფლებში ძირითად პრიორიტეტად წყლის პრობლემის მოგვარება დასახელდა.

რამდენად ნაყოფიერია სოფლის მხარადჭერის პროგრამა და რეალურად აგვარებს თუ არა იგი სოფლის პრობლემებს.ამ კითხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ ადგილობრივებს მივმართეთ,მათი უმრავლესობა კმაყოფილებას გამოთქვამს და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს იწონებს.

აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრიდან განახლებული სახით დაიწყო.პროგრამის მიზანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

 


Print