ახალი ამბები
ბორჯომის მერმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა
ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ დედის დღე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მრავალშვილიან ოჯახებს პირადად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად მათ ტკბილეული,ყვავილები,ასევე სასურსათო ნაკრები გადასცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის უხუცეს მკვიდრს,ქეთევან ლაღიძეს,რომელიც 100 წლისაა და დაბა წაღვერში ცხოვრობს.


შეგახსენებთ,ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება 4 და მეტშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა,რომელშიც 96 ოჯახია ჩართული.პროგრამა,ითვალისწინებს ყოველთვიურ დახმარებას ,ასევე ფულად შემწეობას ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადზე. პროგრამის ფარგლებში ჩართული ბენეფიციარებისთვიოს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.




Print