ახალი ამბები
სახურავებისა და ფასადების მოწესრიგება ამხანაგობებს 2%-იანი თანამონაწილეობით შეეძლებათ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა განახლებული წესით დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში ,გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: ლიფტებისა და სახურავების შეკეთება ,წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის სამუშაოები,ფასადების შეკეთება და საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეზოების კეთილმოწყობა და 5 სართულამდე შენობის კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები,ასევე ე.წ მიშენებების კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა.
პროგრამაში შესული ცვლილებების მიხედვით,ბორჯომის მუნიციპალიტეტი სახურავებისა და ფასადების მოწესრიგებას 98%-იანი თანადაფინანსებით განახორციელებს.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 2 % თანამონაწილეობა განესაზღვრათ.


Print