ახალი ამბები
ბორჯომში ახალი გარემოსდაცვითი პროექტი იწყება
"ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც იწყება ბორჯომში. მისი პრეზენტაცია, ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, პლატო-სადგერის ტყეში დაგეგმილია, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ბილიკის, თანამედროვე სახის საკარვე და კოცონის დასანთები ადგილების მოწყობა, ჰელიო სისტემების დამონტაჟება და მოქალაქეთა ინფორმირება. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან საჯარო სკოლების მოსწავლეები.

პროექტს ახორციელებენ, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი NACRES და სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი SJMC, რომელიც დაფინანსებულია BP-ის მიერ ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ადმინისტრირებით.
Print