ახალი ამბები
ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსი გამოცხადდა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.


შემუშავებული კონცეფცია უნდა მოიცავდეს:

● ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების გრძელვადიან ხედვას;

● ისტორიულ-კულტურული ფუნქციის შენარჩუნება-განვითარებას;

● პარკის პერსტექტივაში გაფართოების ზონებს;

● სარეკრიაციო ფუნქციის განვითარებას;

● ფლორის მრავალფეროვნების შენარჩუნება-მოვლა-პატრონობას, (დეკორატიული ცივრცეები), საჭიროების შემთხვევაში ახალი სახეობების დამატებას;

● ლანდშაფტური დიზაინის ხედვებს;

● პარკის ზონალური განვითარების ხედვას: სარეკრიაციო, დასასვენებელი, გასართობი, ტექნიკური და სხვა;

● მწვანე პარკირების ზონას;

● პარკის ინფრასტრუქტურული მოწყობის ხედვას, ბილიკებს, ატრაქციებს, გადაადგილების ტექნიკურ საშუალებებს;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

● საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

● არასამთავრობო სექტორს;

● საინიციატივო ჯგუფებს;

● სხვადასხვა კომპანიას;

● პროფესიონალ არქიტექტორებს, ურბანისტებს და მათ გაერთიანებებს;

● საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ან მათგან შემდგარ ჯგუფებს;

● მიიღება როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური ნაშრომი;


საკონკურსო ჟიურის შემადგენლობა / წევრები

საკონკურსო ჟიური დაკომპლექტდება 10 წევრისაგან.

მის შემადგენლობაში იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ბიზნესმენები.


კონკურსის პრემია


კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ ასევე მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებს.

საკონკურსო თარიღები

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად. მისი გამოცხადების ოფიციალური თარიღია 15 თებერვალი, დასრულება მოხდება 15 მარტს. (მე-2 ეტაპი: 25 მარტი - 5 აპრილი)

პირველ ეტაპზე, შემოსული ნაშრომებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო პროექტებს.

მე-2 ეტაპზე ჟიურისა და საზოგადოების ჩართულობით, შერჩეული ნაშრომებიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი.

მოქალაქეებს მათთვის სასურველი პროექტისათვის ხმის მიცემა შეეძლებათ ვებ-გვერდის საშუალებით.


საკონკურსო ნაშრომის ფორმატი

ნაშრომი, უნდა იყოს არანაკლებ 10 გვერდისა;

ქართული შრიფტი - Sylfaen;

შრიფტის ზომა - 11;

კონკურში მონაწილე პირს ან ჯგუფს შეუძლია ნაშრომი წარმოადგინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში, როგორც ვიზუალური მასალით, ასევე აუცილებელი იქნება ნაშრომის ელექტრონული ვერსია. კონკურსანტებს მასალის გამოგზავნა შეუძლიათ ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ,ნომერზე : 557 38 62 49


შეგახსენებთ,რომ ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი გახლავთ საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი.მისი გაშენება მოხდა 1850 წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე „ბორჯომულას“ ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო,15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა შენობა ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები.იმ დროისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა.პარკი მარადმწვანე ბუნებაშია ჩაფლული, მისი ფართობი დღეს 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.


 

FaceBook Twitter
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 17 - 26 °C
img
ახალციხე 16 - 27 °C
img
თბილისი 23 - 33 °C
img
ასპინძა 16 - 27 °C
img
ახალქალაქი 13 - 24 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
GBP
GBP
1
3.6177
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.