ადიგენში,სოფელ ბენარის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის
პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი.
ტენდერი გამოცხადდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო
სკოლის მშენებლობაზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს
მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის
გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების
რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს
დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება
ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა
და მოხის საჯარო სკოლები. მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე
შვიდი სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული.