ახალი ამბები
მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს
ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებულო მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. რაც შეეხება მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით, მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა.

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა"- განაცხადა გორგოძემ.


Print