ახალი ამბები
"განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე" - გედევან ფოფხაძე
ამ ეტაპზე ანგარიშს ვუწევთ მოცემულობას და კატეგორიულ საჯარო პოზიციას არ ვაფიქსირებთ - იმისათვის, რომ ერთიანი პოზიცია გვქონდეს, რამდენიმე დღე დაგჭირდება - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდიდან მოსალოდნელი გასვლის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

“არის მთელი რიგი ნიუანსები, რაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, გვექნება გადაწყვეტილება იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. განსხვავებული აზრი აქვს ბევრს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ნაბიჯს გადავდგამთ გამომდინარე იქიდან, სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს რა უფრო წაადგება. სასამართლოში მიმდინარე პროცესს რაც ჩემი მხრიდან დასჭირდება, მე ეს უნდა გავაკეთო“ - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.



Print