ახალი ამბები
სიგარეტი ისევ გაძვირდა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა მეორედ მოიმატა.დღეს,მომხმარებლებს სიგარეტი მინიმუმ, 40 თეთრით გაძვირებული დახვდათ. როგორც მწეველები ამბობენ, გაძვირდა თითქმის ყველა დასახელების სიგარეტი. იანვრის დაწყისში სიგარეტის ფასმა 30-დან 50 თეთრამდე უკვე მოიმატა.

შეგახსენებთ,რომ გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.

Print