ახალი ამბები
პარლამენტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი უკვე შეტანილია პლენარული სხდომის დღის წესრიგში, უმრავლესობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა გასული წლის ბოლოს ეკა ბესელიამ დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად დავით მათიკაშვილი ასრულებს.
Print