ახალი ამბები
საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა
თეატრისა და კინოს მსახიობი 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის, თბილისის სანიტარული კულტურისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.მონაწილეობდა 20-მდე ქართულ ფილმში.

მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება.
Print