ახალი ამბები
"ლიდერობა და გუნდური მუშაობა"- SJMC-ის მენტორების ტრენინგი რველში
სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის პროექტის „კომფორტის ზონა“ ფარგლებში,ბორჯომში,სოფელ რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებს ტრენინგი ჩაუტარეს.ტრენინგის თემა: „ლიდერობა და გუნდური მუშაობა“ იყო.აქტივობას,ის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ,ვისაც ტრენინგში მონაწილეობა მანამდე არასოდეს მიუღიათ.ტრენინგი დატვირთული იყო სავარჯიშოებით,რაც მიზნად ისახავდა სახალისო აქტივობებით მოსწავლეებს გაეაზრებინათ ლიდერობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობა.

პროექტს ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ამერიკის საელჩოსა და PH International-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print