ახალი ამბები
NDI-ის კვლევა- პატარა ქალაქებში,გამოკითხულთა 38%-მა არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი

NDI-ის კვლევის მიხედვით,პატარა ქალაქებში გამოკითხულთა 58%-მა იცის ვინ არის მაჟორიტარი დეპუტატი,მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს 38 %,ხოლო 2%-მა კითხვას არასწორი პასუხი გასცა.


რაც შეეხება დიდ ქალაქებს,აქ გამოკითხულთა 16 %-მა იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი,მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს 72 %,ხოლო 10%-მა კითხვას არასწორი პასუხი გასცა.

რაც შეეხება თბილისს,აქ გამოკითხულთა 13 %-მა იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი,მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს 77 %,ხოლო 9%-მა კითხვას არასწორი პასუხი გასცა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

 

 

Print