ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში და ცვლილებები ბორჯომის ბიუჯეტში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე,დეპუტატებმა 7 საკითხი განიხილეს. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის მოხსენებით გაიხსნა,სადაც მან დეპუტატებს 2018 წელს საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.ისაუბრა ბიუროსა და კომისიების მუშაობის ეფექტურობაზე,საკრებულოს მიერ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე მოხსენებაში გიორგი გოგიჩაიშვილმა განიხილა თუ როგორი იყო აიპების და სამსახურების უფროსების თანამშრომლობა საკრებულოსთან.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბორჯომის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას.კერძოდ,ცვლილება ხარჯვით ნაწილში განხორციელდა,2019 წლის 1 იანვრისთვის გადმომავალი ნაშთის საფუძველზე ბორჯომის ბიუჯეტი 4 841 631 ლარით გაიზარდა.დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებთან ერთად,თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება დაბა ბაკურიანსა და სოფელ მზეთამზეში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას.

საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი.



Print