საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია მობილური ოპერატორების მიერ ტარიფის გაზრდას არ ეთანხმება
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სილქნეტი" და "მაგთიკომი" ტარიფების გაზრდას გეგმავენ.
თუმცა, კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და კომპანიებს მოუწოდა, რომ ტარიფების ზრდა დროებით შეაჩეროს.

სილქნეტი განახლებულ პაკეტებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს შესთავაზა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სრული სპექტრი.

სილქნეტის მიერ განხორციელებული ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციების შედეგად, კომპანიას მიეცა საშუალება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული და გაუმჯობესებული ახალი სერვისები. კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა 4,5G მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონა და ხარისხი მთელ ქვეყანაში. კომპანია, ასევე, მასიურად ავითარებს ოპტიკურ ქსელს თბილისსა და რეგიონებში, რაშიც დამატებით მილიონობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად. ამასთანავე, სილქნეტი აგრძელებს ინვესტირებას სატელევიზიო კონტენტის და პროგრამირების გაუმჯობესების კუთხით, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სპორტული, კინო და შემეცნებითი გადაცემები შესთავაზოს, რაშიც, ასევე, ათობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად.
გაერთიანებული კომპანიის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს მრავალ მილიონ დოლარიანი პროექტი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც, აგრეთვე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აბონენტთა მომსახურებას, გაამარტივებს მომსახურების პროცესს და საშუალებას მისცემს აბონენტებს, ახალი ინოვაციური პროდუქტები და დამატებითი სერვისები მიიღოს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებული შესყიდვები სრულად უცხოურ ვალუტაში ხორციელდება, მაშინ, როდესაც შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაშია. ბოლო წლების სავალუტო დევალვაციის მიუხედავად, სილქნეტი ინარჩუნებს ფასებს ბაზარზე და ეს ტვირთი აბონენტებზე არ ასახულა.

რაც შეეხება განახლებულ პაკეტირებას, მოხდა როგორც მობილური ისე ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების მოცულობების გაზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი, კონვერგენტული პროდუქტი სილქ+ (ფიქსირებული და მობილური პროდუქტების ერთ პაკეტად შეთავაზება), რაც მომხმარებლებს თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას აძლევს. შედეგად მცირდება 1მბ მოხმარებული ინტერნეტის ღირებულებაც. მაგალითისთვის, 10მბ ინტერნეტი ღირდა 26 ლარი, ხოლო ახალი პაკეტის მიხედვით 20მბ ინტერნეტი 30 ლარი ეღირება რაც 1მბ-ის ღირებულებას 2,6 ლარიდან 1,5 ლარამდე ამცირებს.

სილქნეტს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მარეგულირებელ კომისიასთან და უახლოეს დღეების განმავლობაში გაივლის კონსულტაციებს, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხების განხილვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და სილქნეტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ არანაირი სახის გარიგებას ან შეთანხმებას სხვა კომპანიასთან ადგილი არ ქონია და სილქნეტი კანონის სრული დაცვით მოქმედებს"- აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.