ახალი ამბები
მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

- ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არსებობს მასწავლებლის სტატუსის მოპოვების და მისი შენარჩუნების სისტემა. სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული იყო, რომ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული კრედიტ-ქულები ჰქონდათ დაგროვებული 2018-19 სასწავლო წლის დასრულებისთვის უკვე უნდა ჰქონდეთ 19 კრედიტ-ქულა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოიპოვებენ ახალ სტატუსს. რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებსაც სტატუსის მოპოვება უნდათ ახალი, 2019-20 სასწავლო წლიდან, მათთვის იქნება საკვალიფიკაციო გამოცდები და ეს გამოცდები არ იქნება ძველებური. შესაძლებელია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგისთვის გამოცდა ლაბორატორიაში ჩატარდეს, რომ უფრო მეტად შევძლოთ გაზომვა და შეფასება რამდენად ეფექტური იქნება მასწავლებელი საკლასო ოთახში.

რაც შეეხება სტატუსის შენარჩუნებას, კრედიტ-ქულები, რომლებიც პედაგოგებს ამ 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ დაგროვებული და არ არის საკმარისი მათი სტატუსის ცვლილებისთვის, სკოლის შეფასების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციით დაუნიშნავს და რეკომენდაციას მისცემს პროფესიული გადამზადების ტრენინგი გაიარონ. თუ პედაგოგი და შეფასების ჯგუფი თვლის, რომ სჭირდება გადამზადება კლასის მართვაში, მაშინ გადამზადებას გაივლის მასწავლებელი კლასის მართვაში, დადებითი შეფასების შემდგომ სტატუსი შეუნარჩუნდება" - განაცხადა შუკაკიძემ.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო გამოცდას, როგორც შუკაკიძემ განაცხადა, პედაგოგებს ამ გამოცდას ეროვნული გამოცდების და შეფასების ცენტრის ექსპერტები მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციების შემდეგ დაუნიშნავენ.

„ვფიქრობთ, ეს გამოცდა მრავალფეროვანი იყოს და არ იყოს გამოცდა, რომელიც ფლუსტრაციას იწვევს პედაგოგებში, იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული გამოცდა. ადამიანები, რომლებიც პროფესიაში სტატუსის შეცვლას მოისურვებენ, მათთვის გამოცდები სექტემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება" - განაცხადა შუკაკიძემ.

მისივე თქმით, საპენსიო ასაკში მყოფი მასწავლებლების, ასევე პედაგოგებისთვის, რომლებიც საკუთარ კომპეტენციას ვერ ადასტურებენ სკოლიდან გასვლის მექანიზმი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები დასრულდება. შუკაკიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში იქნება ცნობილი"- განაცხადა შუკაკიძემ.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.