ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით
ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ნისლი და ქარბუქი.
ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა
ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების
ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“-
აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.