ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის სუს-ის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს.
სუს–ის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამსახურს ამ დრომდე გიორგი კევლიშვილი ხელმძღვანელობდა.ვინ შეცვლის გიორგი კევლიშვილს, უწყებაში ამის შესახებ არ საუბრობენ.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.

კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.
Print