სამცხე-ჯავახეთის სუს-ის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად
დაადასტურეს.
სუს–ის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამსახურს ამ დრომდე გიორგი
კევლიშვილი ხელმძღვანელობდა.ვინ შეცვლის გიორგი კევლიშვილს, უწყებაში
ამის შესახებ არ საუბრობენ.
როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რამდენიმე რეგიონული
სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების
ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.
კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა
ქართლის რეგიონულ სამსახურებს.