ახალი ამბები
საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე
ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1, სულ 4-5 შემთხვევაა H3N2-ის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% არის H1N1.

„ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს, არის მხოლოდ და მხოლოდ მონიტორირებისთვის თუ რა ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55%-ში დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. ამ 230-დან 98% არის H1N1. ანუ წელს, ქვეყანაში ჯერჯერობით ცირკულირებს H1N1. სულ 4-5 შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის. ძირითადად ცირკულირებს H1N1” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.









ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება.
მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ . რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება.

რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. მათივე განმარტებით, მარაგების შესავსებად ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყების დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს დაეხმაროს.








ღორის გრიპის სიმპტომები ძალიან გავს ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სიმპტომებს. ისინი მოიცავენ: სიცხეს, დიარეას, სურდოს, ციებას, ყელის ტკივილს, შეშუპებას, გულისრევას და ღებინებას. სიმპტომები გრძელდება დაახლოებით ერთი-ორი კვირა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს : "პირველი და ძირითადი ამ დროს არის ის რომ თუ ბავშვს 38 და ნახევარი და მეტი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც,დანარჩენი ადამიანები, თუ ვთქვათ 3 დღე გრძელდება 38,5 და მეტი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.ძალიან მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუკი ნახველში ოდნავ მაინც გაჩნდა სისხლის ნაწილაკები ან მოჩირქო ელემენტები.სხვა შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მშვიდ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა, მიიღოს ბევრი სითხე, ჯანსაღი საკვები.დანარჩენი ადამიანები, თუ ვთქვათ 3 დღე გრძელდება 38,5 და მეტი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.მისივე თქმით, ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკების მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ანტიბიოტიკები ვირუსის დროს ეფექტური არ არის.ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგანაც ძირითადად ვირუსი ვრცელდება სწორედ ხელების საშუალებით.








შეგახსენებთ,რომ H1N1 გრიპი (ე.წ ღორის გრიპი) არის რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადება, ეს გრიპის ვირუსი აინფიცირებს უჯრედებს, რომელიც მდებარეობს თქვენს ცხვირში, ყელსა და ფილტვებში.
H1N1 პირველად 2009 წელს დაფიქსირდა. ამ დღიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ამ ვირუსით და შესაბამისად დაღუპულთა რიცხვიც მზარდია.

ღორის გრიპი არის გადამდები დაავადება, რომელიც ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის, ლორწოსა და ნერწყვის ნაწილაკებით. ბავშვები 5 წლამდე და 50 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები მიეკუთვნებიან ღორის გრიპის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფებს. სხვა რისკ ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ სუსტი იმუნური სისტემა და ორსულობა.









Print