ფარავანი-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფარავანი-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერი,
შეზღუდული ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 110 -
კმ 146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.