"სიგარეტი გაძვირდა,გადავალთ თივაზე და თივას მოვწევთ"- მოქალაქე
16:18 / 04.01.2019
1-ლი იანვრიდან თამბაქო გაძვირდა. უფილტრო სიგარეტის ფასი საშუალოდ
1,1 ლარით გაიზარდა, ფილტრიან სიგარეტზე კი ფასმა 40-50 თეთრით
მოიმატა.
ფასები გაიზარდა როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ
პროდუქციაზე. ამის მიზეზი უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის 1,7
ლარამდე გაზრდაა. აგრეთვე გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან
სიგარეტზე 10%-დან 30%-მდე.
შემცირდება თუ არა თამბაქოთი მოსარგებლეთა რიცხვი სიგარეტის
გაძვირებით, ამ კითხვით დღეს ბორჯომში მცხოვრებლებს
მივმართეთ.