ახალი ამბები
"კომფორტის ზონა" - ტრენინგების ციკლი ბორჯომში
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა", პროექტის „კომფორტის ზონა“ ფარგლებში, ტრენინგების ციკლი ჩაატარა. ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ, პროექტის სამიზნე სკოლებიდან მოსწავლეები და პედაგოგები,ტრენინგზე წარმოდგენილები იყვნენ ბენეფიციარები როგორც ბორჯომიდან ,ასევე ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან.

ტრენინგების ციკლი, შემდეგ თემებს მოიცავდა: ლიდერობა და გუნდური მუშაობა; ეფექტური პრეზენტაციის უნარები; ბულინგი და ბავშვთა უფლებები; პიროვნული განვითარება; გენდერული სტერეოტიპები და ძალადობა; ასევე ადვოკატირების კამპანია და პრობლემის კვლევის მეთოდები.ტრენინგების ციკლზე, თეორიული მასალის პარალელურად შესრულდა მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოები,რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა ცოდნა პრაქტიკული აქტივობებით გაემყარებინათ.

ტრენინგების ციკლის, ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პოლიციის მაიორ დავით ნოზაძესთან,შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,შსს-ს წარმომადგენელმა მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

პროექტს,ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი" ამერიკის საელჩოსა და PH International-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Print