ახალი ამბები
"ქალთა ოთახმა" ლიდერობის თემაზე მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში "ქალთა ოთახის" ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, თემაზე: რას ნიშნავს იყო ლიდერი. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის N1,N3 და N6  საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

ახალგაზრდები საზოგადოების წინაშე ინდივიდუალური მოხსენებებით წარსდგნენ,პრეზენტაციები ქალის როლს და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას ეხებოდა.

ახალგაზრდების განცხადებით მათთვის საინტერესო იყო იმ თემებზე მუშაობა,რაც ქალი ლიდერების წარმოჩენას,ფემინიზმსა და თანასწორობას ეხება.

ინდივიდუალური პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


Print