ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა და ნაკრესმა პროექტის ანგარიში წარადგინეს

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრმა "ნაკრესმა" და ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" საზოგადოებას ერთობლივი პროექტის ანგარიში წარუდგინეს.


შეხვედრაზე განიხილეს,პროექტის სახელწოდებით: ”ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაზრდა ტყის ხანძრების პრევენციისათვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შესრულებული სამუშაოები.
პროექტი 2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და ამ დროის მანძილზე შეიქმნა ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა 20 წევრიანი ჯგუფი,მოხალისეების მიერ შემუშავდა 2019 წლის სამუშაო გეგმა,ასევე ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები სკოლის მოსწავლეებთან და ბორჯომში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდა 13 საინფორმაციო ბანერი.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის,დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფი პირველი პრეცედენტია საქართველოში.აღნიშნული პროექტით, ბორჯომში საერთაშორისო პრაქტიკის პოზიტიური მაგალითის დაინერგა.

პროექტს,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ,,ნაკრესი" და ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი",პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით Polish Aid-ის ფარგლებში ახორციელებს.

 

 


Print