წვევამდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამაშველო სამსახურშიც შეეძლებათ
14:01 / 04.12.2018
2019 წლის 1 იანვრიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
წვევამდელებს, არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს.
სიახლე გულისხმობს, სამაშველო სამსახურში სამხედრო სავალდებულო
სამსახურის გავლას, რომელიც 12 თვის ნაცვლად 18 თვიანი იქნება.
ისევე როგორც მეხანძრე-მაშველები, წვევამდელებიც იქნებიან ცვლაში და
ისარგებლებენ სოციალური გარანტიებით. თუ რომელ რეგიონში და დანაყოფში
გადანაწილდებიან შერჩეული წვავმდელები, ამას შესაბამისი კომისია
გადაწყვეტს.
აღნიშნული სიახლის შესახებ, ტელეკომპანია "ბორჯომის" ეთერში, გადაცემა
"ინტერაქტივში", საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
კოორდინაციის განყოფილების ინსპექტორმა ისაუბრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.