საბაგიროებით სარგებლობა გუდაურში ძვირდება
ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია მთის კურორტების განვითარების
სააგენტომ გამოაქვეყნა.
2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით გუდაურში
1-დღიანი აბონიმენტის ღირებულება 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40
ლარი იყო. 2-დღიანი აბონიმეტი კი 80 ლარის ნაცვლად 100 ლარი ერიღება.
3-დღიანი აბონიმენტის ფასი შარშანდელი 112-ლარიდან 140 ლარამდე
გაძვირდა.
10-დღიანი აბონიმეტის ფასი უფროსებისთვის 420 ლარი, ბავშვებისთვის კი
260 ლარი ეღირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზრდასრულებისა და
ბავშვებისთვის ფასები სხვადასხვაა. 2017-2018 წლის სეზონზე კი
10-დღიანი აბონიმენტის ფასი 320 ლარი იყო
უფროსებისთვის, 200 ლარი - ბავშვებისთვის.
ცნობისათვის, 2018-2019 წლის ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბრიდან
გაიხსნება. 8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ
„გოდერძიზე“, ხოლო „გუდაურში“ - 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის
სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს,
თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები - 22 დეკემბერს.