ახალი ამბები
დღეიდან საპენსიო რეფორმის ვებ-გვერდი ამუშავდება
საპენსიო რეფორმის ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში 3 დეკემბრიდან ამოქმედდება. ვებ-გვერდზე მოსახლეობა საკუთარი საპენსიო დანაზოგის შემოწმებას შეძლებს. "ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში 1 თვე იმუშავებს, რათა 2019 წლის იანვრიდან ვებზე პრობლემები აღმოფხვრილი იყოს"- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება ერთი მილიონი ლარი იქნება.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

დაინტერესებულ პირებს, ვებ-გვერდზე შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.
Print