ახალი ამბები
1 იანვრიდან დამსაქმებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევა მოუწევთ
1-ლი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის უბედური შემთხვევა დააზღვიოს. ამას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს. დღეისათვის უცნობია, რა ლიმიტით და როგორი პირობებით ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კანონი ბუნდოვანია და შესაბამისად, კონკრეტული სტანდარტების შემოღებას ითხოვენ.

სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, რომ დამსაქმებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაზე ბევრად იაფი დაუჯდებათ და ეს თანხა წლიურ ჭრილში, კონკრეტულ ადამიანზე, 10 ლარს არ გადააჭარბებს.
Print