ახალი ამბები
რა თანხას შეადგენს საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა შორის, ყველაზე მაღალი თვიური საშუალო ხელფასი

საფინანსო სფეროში მომუშავეებს აქვთ. ხოლო ყველაზე მცირე, განათლებაში დასაქმებულებს.

კერძოდ, საქსტატის 2018 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საფინანსო საქმიანობით დაკავებულთა საშუალო თვიური ხელფასი - 2403 ლარია. მას მოსდევს მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასი, რაც საშუალოდ, 1748 ლარს შეადგენს. უძრავი ქონებითა და იჯარით მომსახურების გაწევაზე დასაქმებულებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება - 1436 ლარია. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებულთა - 1359 ლარი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასი 1298 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა სფეროებს, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 998 ლარი; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნებით ვაჭრობა და რემონტი - 985 ლარი; დამამუშავებელი მრეწველობა - 937 ლარი; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 888 ლარი; სასტუმროები და რესტორნების საქმიანობა - 864 ლარი; სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 740 ლარი; ხოლო განათლება - 595 ლარი.

 

Print