ახალი ამბები
"მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს დასჯადი-გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მარიხუანას მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას და აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარების სხვადასხვა შემთხვევებში იმოქმედებს მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები, რომელსაც პოლიცია ეფექტიანად აღასრულებს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს დასჯადი, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში უნდა არსებობდეს სხვადასხვა და ძალზედ მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები. რა თქმა უნდა, მარიხუანას თრობის ქვეშ დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა და კიდევ ბევრი რამ - ეს ყველაფერი ამ კანონში არის დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია მაქსიმალურად ეფექტიანად აღასრულებს ამ კანონს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.