ახალი ამბები
როგორ აისახა ინფლაცია ბორჯომში ადგილობრივების ოჯახის ბიუჯეტზე
8 ნოემბრის მდგომარეობით დოლარის ღირებულებამ 2.7656 ლარი შეადგინა.ინფლაცია ბორჯომში პირველ რიგში საკვების ფასზე აისახა,როგორც აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ პროდუქტებზე ფასი მინიმუმ 50%-ით არის გაზრდილი.მოვაჭრეები წუხან,რომ ლარის გაუფასურება არამარტო მომხმარებლებსა და მათ მათ ბიზნესზე,არამედ ოჯახის ბიუჯეტზეც აისახა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურება აისახა ტანსაცმლის ფასზეც,მოვაჭრეები ამბობენ რომ ამ ეტაპზე პროდუქციის მკვეთრი გაძვირებისგან თავს იკავებენ,თუმცა ეს პროცესი გარდაუვალია.

ინფლაციამ გავლენა იქონია კოსმეტიკური პროდუქციის ღირებულებაზეც.კოსმეტიკა გაძვირდა მომხმარებლებს კი შესაძენად თანხა არ აქვთ.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება.შეგახსენებთ, რომ დოლართან მიმართებაში გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი ლარმა 2016 წლის დეკემბერში აჩვენა, როცა ერთი დოლარის ფასი 2.7846 ლარი იყო.


Print