საზოგადოება
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა
ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა “მოღალატე” და „ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს - ამის შესახებ  ამერიკის  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტმა განაცხადა.

კენტი საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთმანეთთან საუბრისას ცივილური ტონი გამოიყენონ.

„ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა „მოღალატე” და „ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს. მიმაჩნია, კანდიდატები ერთმანეთს იდეების და საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავალზე მათი შეხედულებების დონეზე უნდა შეეჯიბრონ” - აღნიშნა კენტმა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში მედიის როლზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ნებისმიერ საზოგადოებაში მედიის როლი საზოგადოებისთვის კრიტიკულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებაა. ვფიქრობ, კარგია შეხედულებების მრავალფეროვნების ქონა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდეს სხვადასხვა სახის მედია, რომლებიც განსხვავებულ პერსპექტივას, განსხვავებული ფორმის ინფორმაციას აჩვენებს“ - განაცხადა კენტმა.

კენტმა დასძინა, რომ მედიას საზოგადოების ინფორმირებაში დიდი როლი აკისრია. ამიტომ, მისი თქმით, მოქალაქეების უფლებაა მედიისგან პროფესიონალიზმი მოითხოვონ. ბევრ ქვეყანაში მედია ხშირად მიმართავს საკუთარ ერთგულებას რომელიმე ფილოსოფიის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ და მისი განცხადებით, ეს იმის ნაწილია, რომ გაგებული იქნას, თუ ვის ხელშია მედია და ვისთან არის ის ასოცირებული.

საქართველოში 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

"საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ბევრი კანდიდატიდან აერჩიათ მომავალი პრეზიდენტი, რომელთა შორისაც ორმა უდავოდ მიიღო ყველაზე მეტი მხარდაჭერა, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. ამ მეორე რაუნდში ჩვენი მოლოდინი იქნება, არჩევნები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ქართველი ხალხის უფლება - არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთოს - დაცული იქნება“ - განაცხადა კენტმა.
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31