საზოგადოება
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე
ბალანთა, რომელიც ბორჯომიდან 70 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1860 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ერთ-ერთი სოფელია იმ თემიდან, რომელიც ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება. გარდა იმისა, რომ მკაცრი კლიმატური პირობების დროს აქ გზა იკეტება, ადგილობრივებს ქალაქამდე გადაადგილება წელიწადის სხვა სეზონზეც უჭირთ, მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაა. მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
Print