საზოგადოება
ლიკანში, სკვერის დაზიანებული ჯებირის აღდგენას ითხოვენ
ლიკანში, გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერის ხარისხიანად შემოსაზღვრას ითხოვს მოსახლეობა. რკინის კონსტრუქცია, რომელიც ცენტრალურ სამანქანო გზასა და სკვერს შორის არსებობს, მას შემდეგ დაზიანდა როდესაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაეჯახა. ადგილობრივები ამბობენ რომ სკვერი ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის.
Print