Error
ახალი ამბები
მესხეთის ქუჩაზე ათეული წელია სასმელად უვარგისი წყალი მოდის
ლიკანში, მესხეთის ქუჩაზე,მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. მათი განცხადებით უკვე 30 წელია ონკანებში სასმელად უვარგისი წყალი მოსდით.როცა წვიმიანი ამინდია წყალს უსიამოვნო სუნი აქვს და ჭიები მოჰყვება,ამის გამო ადგილობრივები წყლის გადასახადს არ იხდიან,ამბობენ რომ დაბინძურებულ წყალში ფულს არ გადაიხდიან.
ბორჯომის მერის მოადგილის განცახდებით მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივების პრობლემა მისთვის ცნობილია.ბუბა ბერიძე განმარტავს ,რომ ბორჯომში წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,პროექტს რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება,შესაბამისად 2018 წლის ბოლომდე ლიკანში მცხოვრები მოსაახლეობა სასმელად ვარგისი წყლით ისარგებლებს.
Print