ახალი ამბები
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული პლატოს ტყე

ტელეკომპანია "ბორჯომს" ერთ-ერთმა დამსვენებელმა მიმართა,რომელმაც პლატოს ტყის ტერიტორიაზე ეს ე.წ "სტიქიური" ნაგავსაყრელი აღმოაჩინა

.საკმაოდ მასშტაბური სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენები,მუყაოს ყუთებით პლატოს ტყის ერთ-ერთ ბილიკზე,მიუვალ ადგილზე იყო განთავსებული.

პლატოს ტყის  ტერიტორიაზე განთავსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ ინფორმაციას ფლობს, ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.მისი განცხადებით ტერიტორია უკვე გაიწმინდა.დავით ზაალიშვილი ბოლო პერიოდში გარემოს დაბინძურების გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება.


Print