ახალი ამბები
სახიფათო და სილამაზედაკარგული ხიდი ბორჯომში
ე.წ. სილამაზის ხიდი ბორჯომის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ხიდს ეს სახელი რამდენიმე ათეული წლის წინ ეწოდა, თუმცა ბოლო წლებში სახელს ვეღარ ამართლებს და მუდმივად შეკეთების რეჟიმშია. 2015 წლიდან ხიდს სრული რეაბილიტაციაც ჩაუტარდა, თუმცა დღესდღეობით ისევ დაზიანებულია. 113 000 ლარი რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხიდის დაკარგული სილამაზის აღსადგენად დაიხარჯა, საკმარისი არ აღმოჩნდა, მასალა როგორც ამბობენ უხარისხო გამოდგა, რის გამოც ხიდს ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება.
Print