Error
ახალი ამბები
ჭობისხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ
სოფელ ჭობისხევში შიდა სამანქანო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირაა რაც შეჩერებულია. პროექტში შესატანი ცვლილებების გამო განხორციელების ვადები გახანგრძლივდა. მოსახლეობა სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სრული რეაბილიტაცია სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება. დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. პროექტზე ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე იხარჯება.
Print