ახალი ამბები
112-ის გმირის წოდება ბორჯომელ ნიკოლოზ გუმბერიძეს მიენიჭა
11 წლის ნიკოლოზ გუმბერიძე „112“-ს ქ. ბორჯომიდან, უცნობი ადამიანის დასახმარებლად დაუკავშირდა, როდესაც მის სიახლოვეს ჩვილი ბავშვით მყოფ ქალს ლამპიონი დაეცა. ნიკოლოზი არ დაიბნა და მიუხედავად ასეთი მძიმე შემთხვევისა, ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან განმეორებითაც დარეკა და ოპერატიულად დახმარებისა და ქალბატონის გადარჩენისთვის დიდი მადლობა გადაუხადა „112“-ს.
Print