ახალი ამბები
"დვირჰესის" დაგეგმილი მშენებლობა და უკმაყოფილო მოსახლეობა
სოფელ ჭობისხევში, ყოფილი "დვირჰესის" აღდგენა იგეგმება, რამაც შესაძლოა მდინარე დვირულას კალაპოტი შეუცვალოს და დვირში მცხოვრებლები სარწყავი წყლის გარეშე დატოვოს. ადგილობრივები ბელორუსიიდან ჩამოსულ ინვესტორებს სოფელში შეხვდნენ, საკუთარი პრეტენზიები გააცნეს და ალტერნატიული ვარიანტიც შესთავაზეს. სოფლის მოსახლეობა, მდინარის კალაპოტის შეცვლის წინააღმდეგია.
Print