გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 44% ეთანხმება
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში
კორუფციის პრობლემა არსებობს.
გამოკითხულთა 29% არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს,
ხოლო გამოკითხულთა 27% აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ
იცის.
რაც შეეხება მოსაზრებას - “ჩემს ადგილობრივ
ხელისუფლებაში(საკრებულოში, მერიაში, გამგეობაში) კორუფციის პრობლემა
არსებობს - NDI-ის მიერ გამოკითხულთა 35% აღნიშნულს ეთანხმება, 40% არ
ეთანხმება, ხოლო 24% აცხადებს, რომ აღნიშნული არ იცის.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ეთანხმება მოსაზრებას იმის
შესახებ, რომ საჯარო ინსტიტუტებში კორუფციის პრობლემა არსებობს, 51%
აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 19% აცხადებს, რომ არ
იცის.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4
აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.