საზოგადოება
მთავრობის საქმიანობას NDI-ის კვლევის გამოკითხულთა 52% საშუალოდ აფასებს
NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ არსებული მთავრობის მუშაობა საშუალო შეფასებას იმსახურებს, 2% ძალიან კარგად აფასებს, 12% კარგად, 22% ცუდად, 11% კი ძალიან ცუდად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.
Print