ახალი ამბები
შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივების რიცხვი საგანგაშოა- გიორგი გახარია
ჩვენ, რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. თუმცა მისი თქმით, არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია.
"ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცეა და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება. მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია.ჩვენ, როგორც შს სამინისტრო, ვერასდროს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. ამ პოზიციას დავაფიქსირებთ ყველგან. თუმცა, არ არის ჩვენი მიდგომა, რომ ერთი კონკრეტული მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად"- განაცხადა გახარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.