ახალი ამბები
ბულგარეთის საელჩოს ინიციატივით ბორჯომში ეთნოგრაფიული გამოფენა მოეწყო
დღის ცენტრ „თებეში“ ალექსანდრე მიხაილოვის 25 ფოტო გამოიფინა.ექსპოზიცია ბულგარელი ხალხის ყოფა-ცხოვრებას და ტრადიციებს ასახავს. გამოფენას პირადად დაესწრო ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა.მისი განცხადებით ,წელს პირველად ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა,ეთნოგრაფიული გამოფენის მიზანი ბულგარეთის კულტურის გაცნობა იყო,მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ელჩი მომავალშიც გეგმავს.დღესვე ცნობილი გახდა,რომ ბორჯომი და ბულგარეთის ქალაქი გორნა ორიახოვიცა ოფიციალურად დამეგობრდნენ.
Print