ახალი ამბები
საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების- მამუკა ბახტაძე
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას.
"რეგიონებში პირადად ვიყავი ჩასული და შევხვდი ადამიანებს, ვისაც ეს შეეხება და ასეთი არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ სახეზეა სხვა მნიშვნელოვანი ბარიერებიც. უპირველესად, სახეზე გვაქვს სასტარტო კაპიტალის ნაკლებობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი ბარიერების ბოლომდე გასაუქმებლად. დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით, 300 კომპანიის მიერ, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია, რაც ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად მდგრადს ხდის. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ჩვენს ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. მას ეწოდება "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა", რაც გულისხმობს ჩვენი ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას" - განაცხადა ბახტაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.